იერუსალიმის საპატრიარქო მაშინ სტამბოლში იყო. ანთიმოზმა იქ ოცდასამი წელი დაჰყო. სახელი ანთიმოზი იმჟამად დაირქვა, ( ხოლო ივერიელი ბერძნულად ნიშნავს ქართველს , და ამიტომ დაირქვა. ამაზე მიგვანიშნებს არაბული წიგნი, რომელშიც ის თავს ,,გურჯს" ანუ ქართველს უწოდებს.) იგი უთარგმნიდა საქართველოს კათლიკოსის წერილებს იერუსალიმის პატრიარქს და უდგენდა საპასუხო ეპისტოლეებს ქართულ ენაზე, საქართველოში გამოსაგზავნად. ანთიმოზმა შეისწავლა საღვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, ფილოსოფია, რიტორიკა და ხელოვნების დარგები. სრულად დაეუფლა ბერძნულ, არაბულ და თურქულ ენებს. მან, აგრეთვე, კარგად იცოდა ძერწვა, ქვასა და ხეზე კვეთა, ოქრომჭედლობა, მხატვრობა, კალიგრაფობა, ხუროთმოძღვრება და სასტამბო ხელოვნება.
1690 წელს ვლახეთის მთავარმა ბრინკოვიანუმ, რუმინეთის დიდმა რეფორმატორმა, წაიყვანა ანთიმოზი სტამბოლიდან ბუქარესტში. ვლახეთში ანთიმოზი მალევე დაეუფლა რუმინულ და საეკლესიო სლავურ ენებს.
1691 წელს ანთიმოზ ივერიელმა ბუქარესტში დაარსა სტამბა და იმავე წელს დაბეჭდა პირველი წიგნი, გადმოთარგმნილი ძველბერძნულიდან ახალ ბერძნულ ენაზე, ,,შეგონებანი ბასილი მაკედონელისა თვისი ძის ლეონისადმი " . მას შემდეგ გამოსცეს – ,,ბერძნულ–რუმინული ლიტურგია" და ,,ფსალმუნი".
ყოველი წიგნი გაწყობილი იყო დიდი ოსტატობით, მაღალი გემოვნების სამკაულებით, გრავიურებით, თვითონ ანთიმოზის ნახელავებით.
1694 წელს ანთიმოზი გადავიდა სნაგოვში, აქ ნახევრად დანგრეული მონასტერი იყო. ანთიმოზმა მონასტერი აღადგინა და იქვე დააარსა ახალი სტამბა. სულ მალე ანთიმოზის მეშვეობით სნაგოვი ქვეყნის დიდი კულტურული ცენტრი გახდა. აქ იბეჭდებოდა წიგნები ბერძნულ, რუმინულ და არაბულ ენებზე.
სნაგოვშინ ანთიმოზმა ტოპოგრაფიული სკოლაც გახსნა. მას აგრეთვე ებარა მონასტერ იღუმენის სასულიერო სამსახურიც. შემდგომში მასსა და მეუფე ბრინკოვენუსს შორის უთანხმოებამ იფეთქა და ანთიმოზი იძულებული გახდა , სნაგოვი დაეტოვებინა.
1705 წელს ანთიმოზი განაწესეს რიმნიკის ეპისკოპოსად. ანთიმოზ ივერიელმა რიმნიკში ჩასვლისასაც სტამბა გახსნა. მანამდე, რუმინეთში საეკლესიო სამსახური ბერძნულ ან სლავურ ენებზე წარმოებდა. ანთიმოზი გახლდათ პირველი , რომელმაც გადაწყვიტა , წირვა–ლოცვა რუმინულ ენაზე შემოეღო.
1708 წელს ანთიმოზ ივერიელი გახდა სრულიად ვალახეთ–რუმინეთის ეკლესიის უმაღლესი საჭეთმპყრობელი–მიტროპოლიტი.
1711 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის გამართულ ომში, ანთიმოზ ივერიელმა რუმინელი სარდალ–თომა კუზიანო აიძულა, თავისი ჯარი რუსეთის მხარეს გადასულიყო. ამან განარისხა კონსტანტინე ბრინკოვეანე, რომელსაც ამ ომში თურქეთის მხარე ეჭირა. ბრინკოვიანეს ურჩიეს, რომ მოეშორებინა ანთიმოზ ივერიელი.
1712 წელს ბრინკოვიანემ მას მიტროპოლიტობიდან თავისი ნებით გადადგომა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მძიმე ბრალდებებს წაუყენებდნენ. ,,მთავრის ინტერესთა ღალატს " და ,,უცხოურ წარმომავლობა". პირველ შემთხვევაში ანთიმოზმა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა, მეორე შემთხვევაში კი ბრინკოვიანე მართალი იყო და ამიტომ ანთიმოზმა უარი განაცხადა მიტროპოლიტობაზე.თურქებმა სიკვდილით დასაჯეს